Time-მა 2021 წლის 100 გავლენიანი ადამიანი დაასახელა - ვინ არიან ისინი?

ჟურნალმა Time-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა.გამოცემამ ისინი რამდენიმე კატეგორიად დაყო. ესენია: კერპები, პიონერები, ტიტანები, ხოლოვანები, ლიდერები და ნოვატორები.

ჟურნალის გარეკანზე სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მოხვდნენ, როგორც პლანეტის ყველაზე გვალენიანი ადამიანები.

რაც შეეხება კატეოგორიებს:

კერპები

კერპების კატეგორიაში პირველი ადგილი ასევე პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დაიკავეს. მათ მოჰყვებიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მომღერალი ბრიტნი სპირსი და სხვები.

პიონერები

პიონერების კატეგორიაში პირველი ადგილი ახალგაზრდა ამერიკლმა მომღერალმა ბილი აილიშმა დაიკავა.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ბენჯამინ კრამპი - ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი, ინდონეზიელი მკვლევარი ადი უტარინი და სხვები.

ტიტანები

კატეგორია ტიტანებში პირველი ადგილი ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ და ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სიმონა ბაილზიმ დაიკავა.

ტიტანების კატეგორიაში ასევე მოხვდნენ Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ანჟელიკა კიჯო და სხვები.

ხელოვანები

ხელოვანების კატეგორიაში პირველი ადგილი ბრიტანელმა მსახიობმა ქეით უილსნეტმა დაიკავა.

ხელოვანების კატეგორიაში ასევე მოხვდნენ რეჟისორი ქლოა ჩჟაო და მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი.

ლიდერები

ლიდერების კატეგორიას პირველი ადგილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორმა ნგოზი ოკონჯო-ივეალამ დაიკავა.

ლიდერების კატეგორიაში ასევე, მოხვდნენ - აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეფტალი ბენეტი და სხვები. ამავე კატეგორიაში მოხვდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

ნოვატორები

რაც შეეხება კატეგორია ნოვატორებს, აქ პირველი ადგილი ჯენსენ ჰუანგმა დაიკავა, რომელიც ამერიკულ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორია.

გარდა ამისა, ნოვატორებში მოხვდნენ - ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი, კრიპტოვალუტა Ethereum-ის შემქმნელი ვიტალიკ ბუტერინი და სხვები.

ბექა ბერიაშვილი