მასიური ხანძრიდან ორი წლის შემდეგ, პარიზში ნოტრ-დამის ტაძრის რესტავრაცია იწყება

პარიზში ნოტრ-დამის ტაძრის გამყარება დასრულდა და მასიური ხანძრიდან ორი წლის შემდეგ, ტაძრის რესტავრაცია დაიწყება. ამის შესახებ სამუშაოების მწარმოებელ სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რასაც Router-ი ავრცელებს.

2019 წლის აპრილში, ხანძრიდან მოკლე ვადაში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მე-12 საუკუნის ტაძარი აღდგება. მოგვიანებით მან პირობა დადო, რომ ტაძარი 2024 წლამდე გაიხსნება, როცა საფრანგეთში ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

საკათედრო ტაძრის უსაფრთხოების სამუშაოების ბოლო ეტაპი ცეცხლით დაზიანებული კამარების გიგანტური ხის თაღოვანი ჩარჩოებით გამყარებას მოიცავდა. ტაძარი წინა დიზაინით აღდგება.

სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს თვეებში, ტენდერით კომპანიის შერჩევის შემდეგ დაიწყება. მანმადე, მიმდინარე თვეში შენობის შიდა კედლები და იატაკი გაიწმინდება.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მოსახლეობის ნაწილი ნოტრ-დამის რეკონსტრუქციისათვის საუკუნოვანი მუხების გაჩეხვის წინააღმდეგი იყო. ამის გასაპროტესტებლად ათასობით ხელმოწერაც შეგროვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ