Google-მა თავისი ჭკვიანი ვიდეოკამერების რეკლამაში შინაური ცხოველები გამოიყენა

Google Nest-მა თავისი ჭკვიანი ვიდეოკამერის სისტემისა და კარის ზარის სარეკლამო კამპანიაში აჩვენა, თუ რას აკეთებენ შინაური ცხოველები მაშინ, როცა მეპატრონეები სახლში არ არიან. ინფორმაციას DesignTAXI ავრცელებს.

კამერებმა შეძლეს, გადაეღოთ შინაური ცხოველები, თუ როგორ თამაშობენ იატაკზე, დარბიან კარის ზარზე და თხრიან სახლის უკანა ეზოს. ვიდეოებს თან ახლავს ცხოველთა „კომენტარები", რომელსაც ბლოგერი, ბრიტანი ბროსკი, ველომრბოლელი, ჯო დომბროვსკი და ფიტნეს ინსტრუქტორი, ალექს ტუსენი ახმოვანებენ.

ვიდეოები ცხოველების მფლობელებისა და Nest Cam-ის მიერ სოციალურ ქსელში #CaughtOnNestCam ჰეშთეგის გამოყენებით შეგროვდა.

„ინტერნეტში #CaughtOnNestCam ვიდეოების პოვნის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს ახალი Nest კამერების საოცრება ვუჩვენოთ, იმ სახალისო ქცევების დემონსტრირებით, რასაც შინაური ცხოველები სჩადიან სახლში, როდესაც მათ ვერავინ ხედავს", - აცხადებს აღნიშნული სარეკლამო ვიდეოების შემქმნელი კომპანია Arts & Letters Creative-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, ჯედ გროსმანი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ