Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების რეიტინგი წარმოადგინა

Bloomberg-ის გამოცემამ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების რეიტინგი წარმოადგინა. აღნიშნულ სიაში, 238,2 მლრდ დოლარის ქონებით, ლიდერია უილტონების ოჯახი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს Walmart ფლობს. თებერვალში უოლტონებმა 6 მლრდ-ის აქცია გაყიდეს, მათი ქონება ბოლო 12 თვეში 12 მლრდ დოლარით გაიზარდა.

რეიტინგში მეორე ადგილზე, 141,9 მლრდ-ით, მარსის ოჯახია, რომელიც შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას Mars ფლობს.

მესამეზე კი კოხების ოჯახი124,4 მლრდის კაპიტალით გავიდა, ისინი Koch Industries მფლობელები არიან.

რაც შეეხება უცხოელების ოჯახებს, მეექვსეა ინდური ამბანების ოჯახი (Reliance Industries) 93,7 მლრდ-ით, მათ კი მოჰყვება ფრანგული ვერტჰაიმერების ოჯახი - 61,8 მლრდ-ით, მათ ეკუთვნით ბრენდი Chanel. აქვეა Hermes-ის მფლობელი ერმესების ოჯახი, 111,6 მლრდ-ით და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 100 მლრდ-ის კაპიტალით.

როგორც Bloomberg-ი წერს, 25 უმდიდრესი ოჯახის ქონება ჯამში 1,7 ტრილიონ დოლარს უდრის, რაც 22%-ით (312 მლრდ-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე).

კოკა კვირკველია