საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 40.1%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანამ მთლიანად 1351.492 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მოხმარებამ 964.538 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2020 წლის აგვისტოში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 948.562 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1202.617 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

როგორც წესი, გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი ჰიდროელექტროსადგრებზე მოდის. კერძოდ, წელს აგვისტოში ჰესებმა ჯამში 1023.854 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 173.237 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 5.527 მლნ კვტ-სთ.