საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:

5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 107, აჭარაში - 578, იმერეთში - 1 064.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.

1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 - თბილისში, 305 - აჭარაში.

17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.