შვეიცარიაში შესაძლოა, ჩიპსების დეფიციტი შეიქმნას

მუდმივი წვიმებისა და ზოგადად, უამინდობის გამო, წელს შვეიცარიაში კარტოფილის ცუდ მოსავალს მოელიან, რამაც ჩიპსების დეფიციტი გამოწვია. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

„ამას ისიც ემატება, რომ ჩიპსებზე მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი, რადგან რესტორნების ნაცვლად, ძირითადად, სახლში მყოფი ადამიანების მხრიდან ჩიპსების მოხმარებამ მოიმატა, რამაც შვეიცარიაში ჩიპსების დეფიციტი გამოიწვია,“ - წერს The Local.

გამოცემის თნახმად, მწარმოებლებს კარტოფილი არ ყოფნით და მათ საზღვარგარეთიდან, მინიმუმ, 20 000 ტონა კარტოფილის შემოტანა დასჭირდებათ.

ჩიპსების კომპანიებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია, განისაზღვროს, თუ რამდენად სერიოზული იქნება დეფიციტი და შედეგები რაოდენობრივად მხოლოდ დეკემბერში გაირკვევა, როცა კარტოფილის მოსავალი საწყობებში დაბინავდება.

ამასთან, გამოცემის თანახმად, შვეიცარიაში მოქმედი იმპორტის რთული რეგულაციები, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერების დაცვაა, ქვეყანაში პროდუქტის შეტანას ოდნავ ართულებს, რადგან ამას სოფლის მეურნეობის ფედერალური ბიუროს ნებართვა სჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ