საქართველოში ფქვილის იმპორტი 65.7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ პურის ფქვილს

საქართველოში, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 12.421 ტონა 3.6 მლნ აშშ დოლარის ფქვილის იმპორტი განხორციელდა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.494 ტონა, 2.1 მლნ აშშ დოლარის.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველომ პროდუქტი შეიძინა:

წელს ფქვილის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა 12.008 ტონა 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 63.3 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 62 ათასი აშშ დოლარი
  • ლიეტუვა - 40.6 ათასი აშშ დოლარი
  • ავსტრია - 28.7 ათასი აშშ დოლარის
  • საფრანგეთი - 12.7 ათასი აშშ დოლარი

ძალიან მცირე მოცულობებით ხორბლის ფქვილის იმპორტი განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან, პოლონეთიდან და ნიგერიიდან.

ფქვილის იმპორტის მოცულობის ზრდა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ხორბალზე მცურავ საბაჟო გადასახადს უკავშირდება, რაც არ ეხება ფქვილს. შედეგად, 1 ტონა ფქვილის იმპორტი ხორბლის იმპორტზე დაახლოებით 50 დოლარით ნაკლები ღირს.

თამარ მუკბანიანი