ბანკების მოგება წლიურად 136,495 მლნ ლარით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოში კომერციულმა ბანკებმა 232,858 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი 136,495 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება იყო 96,363 მლნ ლარი.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 113,368 მლნ ლარი
  • თებერვალი - 132,115 მლნ ლარი
  • მარტი - 166,324 მლნ ლარი
  • აპრილი - 173,071 მლნ ლარი
  • მაისი - 180,117 მლნ ლარი
  • ივნისი - 294,628 მლნ ლარი
  • ივლისი - 177,956 მლნ ლარი
  • აგვისტო - 232,858 მლნ ლარი

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 529,715 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 411,449 მლნ ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა 270,723 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,862 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 27,791 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 37,218 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.

აგვისტოს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

თაია არდოტელი