საფრანგეთის ორ ქალაქში ავტომობილების გადაადგილებაზე 30 კმ/სთ მაქსიმალური ზღვარი წესდება

საფრანგეთი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საგზაო მოძრაობის წესების გამკაცრებას განაგრძობს. ლიონისა და ბორდოს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გამოაცხადეს, რომ მათ ქალაქებში ავტომობილებისთვის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ გახდება.

მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ნანტმა, ლილმა, გრენობლმა და პარიზმა, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. ჩინოვნიკები აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაზრდილი უსაფრთხოებით და მავნე გამონაბოლქვის შემცირების ხელშეწყობით ხსნიან. კიდევ ერთ ფაქტორად ისინი საშუალო სიჩქარის პოტენციურ ზრდას ასახელებენ, რომელიც საცობების გამო ახლა მხოლოდ 20 კმ/სთ-ია.

ბორდოში ახალი რეგულაციები 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ლიონში კი 1-ლი მარტიდან.

წყარო - autobild.ge