„The Biltmore Tbilisi Hotel“-ში წიგნის „ცხოვრების 12 წესი“ პრეზენტაცია გაიმართება

28 სექტემბერს, 19:00 საათზე სასტუმრო „The Biltmore Tbilisi Hotel“-ში წიგნის „ცხოვრების 12 წესი“ პრეზენტაცია გაიმართება.

პაშა ბანკის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო მენეჯერი და “ვიდეობლოგი წიგნებზე” ავტორი ნიკოლოზ შურღაია განიხილავს ჯორდან პეტერსონის საერთაშორისო ბესტსელერს - “ცხოვრების 12 წესი - ქაოსის ანტიდოტი”.

შეხვედრაზე განხილული იქნება ამ წიგნის სარგებლიანობა მკითხველის პერსონალურ განვითარებაში. ასევე, წარიმართება დისკუსია, თუ როგორ შეუძლიათ ჩვევებს გააუმჯობესონ ადამიანის ცხოვრება.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია იყოთ ვაქცინირებული ან გაკეთებული გქონდეთ სწრაფი ან PCR ტესტი.

ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე: https://cutt.ly/mEy8ciR