თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თავდაცვისა და ტექნოლოგიურ ფირმებთან, Aselsan-სა და Havelsan-თან, აგრეთვე, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ კვლევით საბჭოსთან (TÜBİTAK) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პოტენციური ციფრული ლირის კვლeვის, შემუშავებისა და დატესტვის შესახებ. ცენტრალური ბანკის განცხადებას Hürriyet ავრცელებს.
პირველ ეტაპზე ბანკი ციფრული თურქული ლირას ქსელის (Digital Turkish Lira Network) პროტოტიპს შექმნის და ტექნოლოგიის სფეროს დაინტერესებულ მხარეებთან შეზღუდულ ტესტებს ჩაატარებს.
„ამ ტესტების შედეგების საფუძველზე, ცენტრალური ბანკი საპილოტე კველვის მოწინავე ფაზებს გამოაქვეყნებს, რაც უფრო ფართო მონაწილეობას ასახავს. ცენტრალური ბანკი, ასევე, გეგმავს ტესტების ჩატარებას, რომელიც ციფრული თურქული ლირას პროექტის დივერსიფიკაციას ისეთ სფეროებში მოახდენს, როგორიც არის ბლოკჩეინის ტექნოლოგია, გადახდის სისტემებში განაწილებული რეესტრების გამოყენება და მყისიერი გადახდის სისტემებთან ინტეგრაცია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
პირველი ფაზის შედეგები 2022 წლამდე ვერ დაიდება, რის გამოც ცენტრალურ ბანკი ციფრული ლირას გამოშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მანამდე ვერ მიიღებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ