კახა კალაძე - არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში“ ეგეთი სულელები არიან - როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა

არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში“ ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ლელოს" განცხადებას, რომლის თანახმად, პროექტის - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - შესახებ არსებული საინფორმაციო ბანერები ჩამოხსნეს და მის ნაცვლად, კახა კალაძის ბანერები განათავსეს.

კალაძემ განმარტა, რომ აღნიშნულ ბანერებს ვადა ჰქონდა გასული და „ლელოს" განცხადება სპეკულაციაა.

„არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში" ეგეთი სულელები არიან. როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. წარმოადგინონ თუ აქვთ ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება. ვერავის ვერ გაასულელებენ დღეს და ვერავის ვერ მოატყუებენ. ეს სპეკულაციები დაიტოვონ თავიანთ პარტიაში და გამოიყენონ თავისთვის. გასაგებია?" - განაცხადა კალაძემ.