Samsung-მა შესაძლოა, Pfizer-ის ვაქცინის წარმოება დაიწყოს

მიმდინარე კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი აშშ-ში ოფიციალური ვიტით იმყოფება. მისი ამერიკაში ვიზიტი ძირითადად გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას უკავშირდება, თუმცა კორეული მედიის ცნობით, პრეზიდენტის გეგმაშია ასევე Pfizer-ის გენერალურ დირექტორ ალბერტ ბურლართან შეხვედრაც.

როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში მუნი და ბაიდენი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ვაქცინების ერთობლივ შემუშავებაზე და როგორც ჩანს, ამ შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება ამ კვირაში შტატებში. როგორც კორეული პრესა წერს, შეთანხმების შესაბამისად 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება სამხრეთ კორეაში, რომელიც გეგმის თანახმად უნდა გახდეს აზიაში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა.

იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეაში ვაქცინების მასიური წარმოება გადაწყდა, ამისთვის Samsung-ი აამოქმედებს მის განყოფილებას Samsung Biologics და ასევე საჭიროების შემთხვევაში ჩართავს SK Bioscience-ის საწარმოო სიმძლავრეებს.

კოკა კვირკველია