„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება

მსოფლიოსა და საქართელოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, სასტუმრო „კასტელო მარე“ 2021 წლის ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს.

საშუალო დატვირთულობა სეზონის განმავლობაში 75 %-ს შეადგენდა. რაც სასტუმროს წარმომადგენლების განმარტებით, რეგულაციების გათვალისწინებით სასტუმროს რესურსის თითქმის მაქსიმუმია. სტუმრების თითქმის 60% კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ტურისტულ სეზონზე უფრო დეტალურად „კასტელო მარეს“ წარმომადგენლები გვესაუბრებიან.

პანდემიის ფონზე, როგორი იყო 2021 წლის ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი კასტელოსთვის?

აქტიური და დატვირთული სეზონი გამოვიდა. საშუალო შემოსავალი გასული ზაფხულის სეზონთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. თუმცა შემოსავლის ზრდის პარალელურად მოიმატა ხარჯმაც. გაიზარდა სურსათის, საწვავის და სხვა ყოველდღური საჭიროების ნივთების ღირებულება. დამატებით გაჩნდა ახალი საჭიროებები, მათ შორის, პირბადეების თუ სხვა დამცავი საშუალებების შესყიდვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ხარჯის ნაწილი საკმაოდ გაზარდა.

სტუმრების 60%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ. საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესი ნაწილი გვსტუმრობდა უზბეკეთისა და პოლონეთიდან. ასევე, აქტიურდად შემოდიოდნენ ტურისტები ყაზახეთიდა, უკრაინასა და მეზობელი ქვეყნებიდან. მცირე რაოდენობა დაფიქსირდა გალფის ქვეყნებიდან. გვყავდენ ე.წ „ჰანიმუნერები“. ონლაინ პლატფორმებიდან შემოსულ ჯავშნებს შორის, ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი იყო ლატვიიდან, გერმანიასა და ბელორუსიიდან. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ წელს ბევრი ქართველი ემიგრანტი გვსტუმრობდა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებიდან.

spa-17-1632203979.jpg

როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა სასტუმროში?

თითოეული ჩვენი სტუმარი შემოსვლისას ტესტირებას გადის. რეგულარულად იტესტებიან ჩვენი თანამშრომლები. განსაკუთრებული სიფრთხილით ვიცავთ სტანდარტით გათვალისწინებულ რეგულაციას. უსაფრთხო გარემომ მომხმარებელს შეუქმნა ნდობა. შესაბამისად, ჩვენთან ჩამოსვლა და დასვენება მაქსიმალურად უსაფრთხოა.

რამდენად აქტიურია შემოდგომის სეზონი „კასტელო მარესთვის“?

სექტემბრის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ ცხელი სეზონია. ამ პერიოდშიც, შევინარჩუნეთ მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი.

ხავერდოვან სეზონს კი უამრავი სიახლით ვხვდებით. ჩვენს დამსვენებლს და განსაკუთრებით საქრთველოს მოქალაქეებს არაერთი შეთავაზებით გავანებივრებთ.

1 ოქტომბრიდან სასტუმრო გადადის ე.წ All inclusive მომსახურებაზე. რაც იმას, გულისხმობს რომ ნომრის ღირებულება მოიცავს სრულ მომსახურებას: 3-ჯერად კვებას, უალკჰოლო და ალკჰოლურ სასმელს, ღია და დახურულ აუზებს, „ოტიუმ სპას“ ცხელ ზონას: საუნებს, ჯაკუზს, მოსასვენებლ სივრცეს, ფიტენსის ოთახს, გასართობი საშუალებებს, მათ შორის, ბოულინგს. ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენებები უფროსებისა და ბავშვებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა „ოტიუმ სპას“ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამები. თერაპიული კურსი 3-14 დღიანია და მოიცავს რამდენიმე პროგრამას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საჭიროების გათვალსწინებით. თითოეული კურსი არის გაჯერებული პროცედურებით, რომელიც ორგანიზმს შეავსებს ვიტამინებით, შეამცირებს ტკივილის გრძნობას, დაღლილობას და აჯანსაღებს ენერგეტიკას.

საქართველოს მოქალაქეებს 1 ოქტომბრამდე გაკეთებულ წინასწარ ჯავშნებზე 20%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ, როგორც ნომერში განთავსებაზე, ასევე სარეაბილიტაციო პაკეტებზე.

dscf3644-hdr-1632204006.jpg

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ნოემბერში ვგეგმავთ ტრადიციული მანდარინობის ფესტივალის ჩატარებას. სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია ციტრუსის ბაღები. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მოსავალს და სტუმრებსაც ვრთავთ ხოლმე პროცესში. მოგეხსენებათ, ნარინჯისფერი რთველი ტრადიციაა რეგიონისთვის, პანდემიამდე ამ ტრადიციას ფესტივალის სახე მივეცით და ნამდვილ ზეიმად ვაქციეთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეპიდსიტუაცია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი სტუმრები.

(R)