როგორი იქნება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული ბათუმში (+ფოტო)

ბათუმში, პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება.

ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება დუბაის პალმის კუნძულების მსგავსი პროექტი.

„უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება, ერთი მხრივ, უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და ჩვენ უკვე შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, პირველადი ვერსია, თუ როგორი იქნება ხელოვნური კუნძული.

242445202-4286048608150064-6817685577452691368-n-1632205737.jpg

242386592-4286048314816760-3828313118077110421-n-1632205731.jpg

242339474-4286048118150113-5635703510146141064-n-1632205724.jpg

242338062-4286048481483410-3967158255594864617-n-1632205717.jpg

თაია არდოტელი