ბინების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს 7%-აღემატება

თბილისში, 2021 წლის აგვისტოში 2 902 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.

ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული. რაც შეეხება ბაზრის ზომას, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ივლისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით, ბაზრის ზომა კი - 37%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის აგვისტოში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 862 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.

„ქოლიერსის“ ცნობით, 2021 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 6%-ით, 41 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვი 22%-ით გაიზარდა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.უნდა აღინიშნოს რომ 2021 წლის 8 თვის ჯამური მონაცემით, მედიუმ სეგმენტი 77%-ით აღდგა. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 3%-იანი ზრდა განიცადა.

თაია არდოტელი