Bloomberg: პანდემიამ უძრავი ოქნების ბაზარზე კრიზისი გამოწივია

მსოფლიო ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მზარდი ფასები მათ სულ უფრო მიუწვდომელს ხდის, ამასთანავე, პანდემიამ უძრავი ქონების ბაზარზე გლობალურ კრიზისამდე მიგვიყვანა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

„ჩვენ ვართ მოწმენი, თუ როგორ ვერ ყიდულობს მოსახლეობის გარკვეული ფენა საცხოვრებელ ბინებს. ასე ხდება ლონდონში, პარიზში, რომში და ახლა სულ უფრო ხშირად ბერლინშიც“, - აცხადებს ბერლინის უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელი მიხაილ მიულერი.

სარედაქციო მასალაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთებისა, ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ ბინების შეძენა მათზე გაზრდილი ფასების გამო. ასე მაგალითად ამერიკული სააგენტო Freddie Mac-ის მონაცემებით, შტატებში ბინების ფასი 2000-იანების პიკურ ფასებთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. მასალაში ასევე წერია, რომ ამავდროულად გაზრდილია ქირის ფასიც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ცალკეულ ქვეყნებში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა ძალიან ჰგავს 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისამდე პერიოდს.

როგორც საკონსულტაციო კომპანია Knight Frank 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასი მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაზრდილია 9,2%-ით. ზრდის მხრივ აბსოლუტური ლიდერია თურქეთი (+29,2%), შემდეგ ახალი ზელანდია (+25,9%), მესამეზე აშშ და სლოვაკეთი (+18,6%).

კოკა კვირკველია