განვითარებადი ქვეყნების მხრიდან ენერგეტიკაში ნახშირის გამოყენებაზე უარი რეალისტურია - ბორის ჯონსონი

განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ ატმოსფეროში სათბური აირების გაფრქვევის შემცირების მიზნით უარი თქვან, საკუთარ ენერგეტიკაში ქვანახშირის გამოყენებაზე. ამის შესახებ დიდი ბიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს გენერალურ ასამაბლეაზე განაცხადა და დასძინა, რომ ამ ქვეყნებს საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოუჩენს ფინანსურ დახმარებას ამ მიზნის მიღწევაში.

„ეს შესაძლებელია. ნახშირიდან სხვა ტიპის საწვავზე გადასვლა მიღწევადია. დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ 2021 წლამდე ენერგეტიკის 40%-ს იღებდა ქვანახშირის წვისგან, ახლა ეს მაჩვენებლი 1%-ია. ჩემი ბავშვობის დროს კი ეს მაჩვენებელი 70% იყო. ნაწილობრივ ეს ნიშნავს გაზზე გადასვლას, თუმცა მეტწილად მწვანე ენერგო რესურსებზე გადასვლის წყალობით მოხერხდა, რომლის წილი წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება“, - განაცხადა მან.

ჯონსონმა აღნიშნა, რომა ბევრ განვითარებად ქვეყნებში „გრძნობენ უსამართლობას“ ამ ტიპის მოწოდებებისადმი, იმ ფონზე, როცა მათ მიაღწიეს ეკონომიკურ აღმავლობას ნახშირის ენერგეტიკაში აქტიურად გამოყენების შედეგად.

„მესმის მათი. თუმცა სწორედ ამიტომ გვჭირდება სახსრების მოძიება, რომ ამ ქვეყნებმა მიაღწიონ განვითარების აუცილებელ დონეს. სწორედ განვითარებადი სამყარო განიცდის ახლა ყველაზე მეტად იმ შედეგს, რაც მოჰყვება კლიმატის კატასტროფულ ცვლილებას, იქნება ეს ტყის ხანძრები, გრიგალები და წყალდიდობები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგს ტოვებს. ეს ქვეყნები დღეს არასაკმარისად იხარჯებიან. ხაზს ვუსვამ: იმისათვის, რომ მიავღწიოთ შედეგს, ჩვენ გვჭირდება განვითარებადმა ქვეყნებმა მიიღონ 100 მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ამაში შტატებმა საკვანძო როლი უნდა შეასრულონ.

ბრიტანეთის ხელისუფლების მმართველმა იმედი გამოთქვა, რომ სამშაბათს ასამბლეაზე ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადებს იმის შესახებ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები გამოყოფენ 100 მილიარდ დოლარს 2020-2025 წლებში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

კოკა კვირკველია