„საქართველო "დანაღმულ ველს" ემსგავსება“ - კლინიკების ასოციაციის მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის პანდემიის მე-5 ტალღა, შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს, ამასთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტური მეთოდი კი ვაქცინაციაა. შესაბამისად, კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში ჩამოხსნან საკუთარი პოლიტიკური რეკლამები და მათ ნაცვლად ვაქცინაციის შესახებ მოწოდებებს დაუთმონ.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო „დანაღმულ ველს, ემსგავსება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ პოლიტიკურ პარტიებს:

- არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღე დაუთმეთ მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკეთო საქმეს; ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოხსენით თქვენი სარეკლამო ბანერები და მის ნაცვლად გააკარით მოწოდება ვაქცინაციის შესახებ - „აიცერი - ვაქცინა გვიცავს"

თანამემამულენო! თითოეული ჩვენგანის, თუნდაც მცირედმა პოზიტიურმა ქმედებამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ერის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“- აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური