ვატიკანში შესასვლელად კოვიდ-სერტიფიკატის წარდგენა ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება

1-ლი ოქტომბრიდან ვატიკანის ტერიტორიაზე შესასვლელად მოგზაურებმა კოვიდ-სერთიფიკატი უნდა წარადგინონ, რომელიც პირის ვაქცინაციას, COVID-19-ისგან უახლეს გამოჯანმრთელებას ან ტესტის უარყოფით პასუხს დაადასტურებს. Vatican News-ის ცნობით, კოვიდ-სერტიფიკატებს მხოლოდ ღვთისმსახურებაში მონაწილე პირებისგან არ მოითხოვენ.

20 სექტემბრის ბრძანების თანახმად, კოვიდ-სერთიფიკატი საჭირო იქნება როგორც ვატიკანის ტერიტორიაზე, ისე რიგ ექსტრატერიტორიულ უბნებში შესასვლელად. კოვიდ-საშვი ვატიკანის Green Pass ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი სერთიფიკატი იქნება.

ლიტურგიაში მონაწილე ადამიანებმა მხოლოდ სანიტარული წესებით გათვალიწინებული დისტანცია უნდა დაიცვან, პირადი დამცავი აღჭურვილობა გამოიყენონ და თავყრილობები არ უნდა დაუშვან.

როგორც ცნობილია, იტალიაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, საჯარო და კერძო სექტორის სამუშაო დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდ-საშვების წარდგენა სავალდებულო ხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ