ლიტვაში დაწყებულ კამპანიაში: "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას", "ბორჯომიც" მოხვდა

"ამით გვინდა ხალხს ვუთხრათ, რომ ეს პროდუქცია მხარს უჭერს კრემლის აგრესიულ პროპაგანდას”

ლიტვაში, სოციალურ ქსელში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი - "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას", მეწარმეებს მოუწოდებს, უარი თქვან საკუთარი პროდუქციის რუსულენოვან არხებზე რეკლამირებისგან.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედია ავრცელებს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სპეციალური ნიშნებით აღნიშნეს პროდუქცია, რომელთა რეკლამაც რუსულ არხებზე გადის, მათ შორის მოხვდა ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი".

"ამით გვინდა ხალხს ვუთხრათ, რომ ეს პროდუქცია მხარს უჭერს კრემლის აგრესიულ პროპაგანდას. ვიმედოვნებთ, ამ ქმედებით მეწარმეებს გავაგებინებთ, რომ პატიოსანი ლიტველი მოქალაქეებისთვის უსარგებლოა რუსული პროპაგანდის მხარდაჭერა და ისინი უარს იტყვიან რუსულ არხებზე პროდუქციის რეკლამირებაზე", - ნათქვამია ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.