საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტში ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოსახლეობის დაბალშემოსავლიან და მოწყვლად ფენას მძიმე ტვირთად აწვება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 20%-იანი საშემოსავლო გადასახახადი ქვეყანაში 2009 წლიდან მოქმედებს. გადასახადს იხდის ყველა დასაქმებული საკუთარი დარიცხული ხელფასიდან 20%-ის სახით.
თუმცა მსოფლიო სავალუტო ფონდის დოკუმენტში არ არისს აღნიშნული, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა დაახლოებით 8, 437 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში დაახლოებით 2,020 მლრდ ლარის შემოსავალი შევიდა.