SS.ge/auto - რა სიახლეს სთავაზობს SS.ge ავტომოყვარულებს

განცხადებების წამყვანი ელექტრონული პლატფორმა საქართველოში - SS.ge, მომხმარებლებს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ახალ რუბრიკას - SS.ge/auto-ს სთავაზობს. SS.ge/auto ახალი და მეორადი ავტომობილების შერჩევის მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმაა, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ავტომობილის, როგორც გაყიდვის, ასევე მოძიების პროცესს, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, რომ მარტივად განათავსონ ან/და შეარჩიონ მათთვის საინტერესო ავტომობილები. საიტზე, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მხოლოდ რეალური ინფორმაცია სასურველი ავტომობილის შესახებ - ეს იქნება ავტომობილის მონაცემები, ფოტოები, ვიდეო თუ სხვადასხვა სახის მიმოხილვები.

SS.ge/auto სასარგებლოა არამხოლოდ ავტომობილის შეძენით ან გაყიდვით დაინტერესებული პირებისთვის, არამედ ზოგადად ავტომობილების მოყვარულთათვის. საიტზე, ეტაპობრივად შეთავაზებული იქნება ცნობილი ავტო ბრენდების შესახებ სიახლეები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ავტოინდუსტრიასთან. ჩვენს რეალობაში, არც თუ ისე მარტივია სასურველი მოდელის შერჩევა, რისთვისაც სწორ ინფორმაციას და რეალურ მონაცემებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ისევე როგორც SS.ge-ს ყველა რუბრიკაში, SS.ge/auto-ზე მყიდველისა და გამყიდველის ერთმანეთთან დაკავშირება, გამარტივებული ფორმით, ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი - ჩათის საშუალებით. შერჩევის პროცესში, ხშირად ჩნდება ზედაპირული კითხვები, რაც შესაძლოა ავტომობილის სხვადასხვა დეტალის დაზუსტებას უკავშირდებოდეს. ამიტომ, უფრო კომფორტულია მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებობდეს ისეთი სახის კომუნიკაცია, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ სატელოფონო საუბარს.

SS.ge ჩათის გამოყენებით შესაძლებელია:

  • მარტივად მიიღო ან/და გაგზავნო ავტომობილის დამატებითი ფოტოები და საჭირო საბუთები;
  • მარტივად გააზიარო სასურველ ავტომობილთან დაკავშირებული, სხვადასხვა საიტების ბმულები;
  • ესაუბრო რამდენიმე ავტომობილის მესაკუთრეს ერთდროულად და მიღებული პასუხების შესაბამისად გაანალიზო, თუ რომელი შეთავაზებაა შენთვის საუკეთესო;
  • შეინარჩუნო კომუნიკაცია საჭირო მომენტამდე;
  • ნებისმიერ დროს გადახედო სასაუბრო ისტორიას.

როგორც SS.ge-ს გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ ჯაფარიძე აღნიშნავს, SS.ge არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სიახლით. SS.ge-ს გუნდი კვლავ აგრძელებს მის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას და ეტაპობრივად, კიდევ ბევრ სხვა სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.

„სიტყვა და საქმე“ ტრადიციულად, ინფორმაციის გავრცელებისა და მოძიების ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ ფორმას ქმნიდა. სწორედ მოხერხებულობა და სიმარტივეა ის მთავარი შესაძლებლობები, რასაც SS.ge/auto სთავაზობს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვით, გაქირავებით ან დაქირავებით დაინტერესებულ მომხმარებლებს.