Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1103 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1103 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1170 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 21 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1163 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6570 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.