ამერიკული სტარტაპი EarthOptics ნიადაგის სიღრმისეულ რუქას ადგენს

ამერიკის ჩრილოეთ კაროლინის შტატის უნივერისტეტის სტარტაპი, EarthOptics ფერმერებს ნიადაგის შესწავლაში ეხმარება. მისი ავტორები მიიჩნევენ, რომ ზუსტი მიწათმოქმედების გადასალახი ბარიერი ნიადაგის სიღრმეშია. კომპანია ვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიურ საშუალებას იყენებს და ამტკიცებს, რომ დასამუშავებელი ველის ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობის დადგენა ტრადიციულ მეთოდებზე გაცილებით სწრაფად და იაფად შეუძლია. სტარტაპის მასშტაბურობისთვის კომპანიამ 10 მლნ დოლარი უკვე შეაგროვა. ინფორმაციას TechCrunch ავრცელებს.

„ნიადაგის მონიტორინგის საშუალებების უმრავლესობა ბოლო 50 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. სოფლის მეურნეობაში ზუსტი მონაცემების დამუშავების თანამედროვე მეთოდები უფრო ნარგავებსა და სეზონურ საქმიანობას უკავშირდება, ნიადაგში კი მნიშვნელოვნად მცირე ინვესტიციები იდებოდა,“ - აცხადებს EarthOptics-ის დამფუძლებელი და გენერალური დირექტორი, ლარს დაირუდი.

მისი თქმით, მატერია, საიდანაც მცენარეები იზრდებიან, უფრო ღრმად უნდა იქნეს შესწავლილი, რაც რთული გასაკეთებელია. სატელიტური და აეროფოტოგადაღებები, სენსორები ველის ზედაპირზე ტენიანობასა და აზოტის ოდენობას ადგენენ, მაგრამ ეს პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რის შემდეგაც კიდევ უფრო რთული პროცესია.

EarthOptics-ის მონაცემებით, ველის სხვადასხვა ნაწილს შესაძლოა, განსხვავებული ფიზიკური მახასიათებლები ჰქონდეს, როგორიცაა, მაგალითად, ნიადაგის შეკუმშვა. ეს მოსავლის შედეგზე დიდ გავლენას ახდებს. ასევე, ქიმიური მახასიათებლები, როგორიცაა დაშლილი საკვები ნივთიერებები და მიკრობიომი. ლარს დაირუდი აცხადებს, რომ ბევრი ფერმერი ნიადაგს მონაცემების გარეშე ამუშავებს და სასუქით ანაყოფიერებს, რაც გადაყრილი ფულია. მისი მონაცემებით, აშშ-ში ყოველწლიურად ნიადაგის არაასწორ და უშედეგო დამუშავებაში 1 მლრდ დოლარი იხარჯება. პირიქით, ეს ნიადაგისთვის დამაზიანებელია, რადგან მისგან ტონობით ნახშირორჟანგი თავისუფლდება, რომელიც მანამდე მიწაში საიმედოდ იყო იზოლირებული.

EarthOptics-ის აპარატი ქმნის ვიზუალიზაციის ნაკრებს, რომელიც მიწაში შეღწეული რადარის საფუძველზე და ელექტრომაგნიტური ინდუქციით მიიღება. საბოლოოდ იქმნება ღრმა ნიადაგის რუქა, რაც გაცილებით ზუსტი და იაფი მომსახურებაა. GroundOwl-ისა და C-Mapper (C ანუ ნახშირბადის) მანქანების წყვილი ნიადაგის მახასიათებლებს ტრადიციულზე ბევრად მეტი სიზუსტით პროგნოზირებს. ნიადაგის სიღრმის რუქის ამსახველი აპარატურა შესაძლოა, როგორც ტრაქტორზე, ისე სატვირთო მანქანაზე დამონტაჟდეს და მონაცემები ყოველ რამდენიმე ფუტზე წაიკითხოს.

ლარს დაირუდი იმედოვნებს, რომ EarthOptics-ის სენსორების კომპლექტს რობოტულ ტრაქტორებზე, კულტივატორებსა და სხვა ფერმერულ აღჭურვილობაზე მალე მასიურად იხილავს. ამჟამად სტარტაპი თანხის მიზიდვას პროდუქტის გაფართოებისთვის ცდილობს, რაც ფერმერებისთვის მეტად საჭირო ტენიანობის რუქის შექმნას გულისხმობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ