პოლონეთი ქვანახშირის საბადოს მუშაობის ყოველ დღეზე 500 ათასი ევროთი დააჯარიმეს

ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ პოლონეთს, ქვანახშირის საბადო ტუროვის მუშაობის ყოველ დღეზე, ევროკავშირის სასარგებლოდ, 500 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ამის პასუხად, პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას შესრულებას არ აპირებს და არც საბადოს გააჩერებს, რადგან ეს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აზარალებს.

„პოლონეთის მთავრობა საბადო ტუროვს არ დახურავს. ჩვენ საფუძვლიანად ვთვლით, რომ საბადოს გაჩერების შემთხვევაში, პოლონეთის ენერგოსისტემის სტაბილურობას საფრთხე შეექმნება“, - ნათქვამია პოლონეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელ პეტრ მიულერის განცხადებაში.

ვარშავას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ევროპის სასამართლოებს არ აქვთ ისეთ სფეროებში ჩარევის უფლება, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საბაზისო უსაფრთხოებას შეამცირებს. აღნიშნული საბადო, ტუროვის ელექტრო სადგურს ნედლეულით ყუზრუნველყოფს. „ტუროვის სადგურზე ქვეყნის ელექტრო ენერგეტიკის 7 პროცენტი მოდის. ის მილიონობით ადამიანისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა. ის ელექტრო ენერგიით საავადმყოფოებს, სკოლებს, საწარმოებს უზრუნველყოფს და მათი სტაბილური მუშაობა, სწორედ ამ სადგურზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია პოლონეთის მთავრობის განცხადებაში.

გარდა ამისა, ვარშავა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ტუროვის შახტის მუშაობასთან დაკავშირებით, პოლონეთი ჩეხეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს. და სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება, მოლაპარაკების მსვლელობას აზარალებს.

სასამართლოში ტუროვის საბადოს მუშაობის საკითხი, სწორედ ჩეხეთმა გაასაჩივრა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩეხეთის პოლონეთთან მოსაზღვრე რაიონებში, მიწისქვეშა წყლბის დონემ იკლო და ამის მიზეზად, სწორედ ტუროვის საბადო ითვლება.

ჩეხეთის ხელისუფლებას სურდა, რომ სასამართლოს პოლონეთისთვის ტუროვის საბადოს მუშაობის ყოველ დღეზე, 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრებინა. მაგრამ სასამართლომ თანხა ათჯერ შეამცირა.