ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე, წვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება

ეკონომიკის სამინისტროში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი იმის თაობაზე წვეტს თუ არა „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაუკავშირდა „ენკას“ საქართველოს წარმომადგენლობას, სადაც აცხადებენ, რომ შესაბამისი განმარტება კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის მხრიდან უნდა გაკეთდეს.

ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს და "ნამახვანჰესს" აღარ ააშენებს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების დარღვევა სახელდება.