როდის გაქრება სიგარეტები საქართველოს ბაზრიდან?

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” განცხადებით, “თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის” ინიციატივის შედეგად, 10 წელიწადში დიდ ბრიტანეთში სრულად შეწყდება ტრადიციული თამბაქოს გაყიდვა, მათ შორის, “ფილიპ მორისის” ბრენდის - “მარლბოროს” პროდუქციის კომერციალიზაცია. საინტერესოა, როდის მოახერხებს საქართველო, გახდეს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი?

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კომბინაციის შედეგად, თამბაქოს გიგანტმა შექმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც წვის ნაცვლად იყენებს თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას და ამცირებს მოწევასთან დაკავშირებულ რისკებს.

“ფილიპ მორისის” თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა განკუთვნილია იმ ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას და შესაძლებლობას აძლევს მათ, თავი დაანებონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 2025 წლისთვის მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა არ შეიცვლება და კვლავ ერთი მილიარდი იქნება. ეს სერიოზული პრობლემაა, რომლის იგნორირება შეუძლებელია.

დღეს საზოგადოება კომპანიებისგან უფრო ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციურ პროდუქტებს მოითხოვს, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოზე.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენელი“ , როგორც თამბაქოს მწარმოებელი გიგანტი კომპანია აცნობიერებდა დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, შეექმნა სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობა, რომელიც ზრდასრულ მწეველებს მისცემდა უკეთესი, გონივრული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. შედეგი?

დღეს მსოფლიოში “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მიერ შექმნილ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობას 19 მილიონი ადამიანი მოიხმარს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ერთ დღესაც თამბაქოს გიგანტი შეწყვეტს ტრადიციული სიგარეტების წარმოებასა და გაყიდვას.

ბიზნეს ტრანსფორმაციის ფარგლებში „ფილიპ მორის ინთერნეიშენელმა“ მიზნად დაისახა, რომ 2025 წლისთვის თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა მსოფლიოს 100 ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი და კომპანიის მოგების 50% სწორედ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გაყიდვის შედეგად მიიღოს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლისთვის „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ თამბაქოს უკვამლო პროდუქტი მსოფლიოს 64 ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი.

როდის შეძლებს საქართველო, განახორციელოს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავალი? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული:

  • მთავრობის მხრიდან “თამბაქოს ზიანის შემცირების” სტრატეგიის შესაძლო სარგებლის აღიარებაზე
  • თამბაქოს პროდუქტებზე რისკის პროპორციული საგადასახადო სისტემის დაწესებაზე
  • სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე

2019 წელს, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მოგზაურობას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ, საქართველოც შეუერთდა.

„მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის თვალსაზრისით, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც აქტიური განხილვის საგნად უნდა იქცეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. უფრო მეტიც, ნათელია, რომ ქვეყანაში ათასობით მოქალაქე კვლავ გააგრძელებს მოწევას, სწორედ ამიტომ, ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკეთონ გონივრული არჩევანი, გადავიდნენ ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე და სრულად ჩაანაცვლონ ტრადიციული სიგარეტები.“- განაცხადა იური გორდოკმა, „ფილიპ მორის ინთერნეშენალის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.

„მართალია, საქართველოში უკვამლო მომავლისკენ მოგზაურობა ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ, თუმცა დღეს უკვე შესამჩნევი პროგრესი გვაქვს.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ გვესმის, რომ ამ მიზნის მიღწევას მარტონი ვერ შევძლებთ. საქართველოს მთავრობასა და მარეგულირებელ ორგანოებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში. ამ ინიციატივის განხორციელება კი მომხმარებლისთვის თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესახებ მკაფიო და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებით არის შესაძლებელი.“- ამბობს გორდოკი.

გორდოკი აღნიშნავს, რომ უკვამლო მოწყობილობების მეშვეობით საქართველოში უკვამლო მომავლის შექმნა ოცნება არ არის, ეს შესაძლებლობაა. არასწორმა ინფორმაციამ კი არ უნდა შეაჩეროს პროგრესი.

„ერთობლივი ძალისხმევით და სწორი საკანონმდებლო ინიციატივებით შესაძლებელი გახდება, 10-15 წელიწადში საქართველოში გახდეს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი.“- განაცხადა გორდოკმა.

(R)