რა დაკარგა საქართველომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით - ენერგეტიკოსი

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება.

მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება.

,, ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ დოლარის ინვესტიცია, სამუშაო ადგილები და რაც მთავარია გვექნება ჯარიმები, რომელიც არბიტრაჟში საქმის წასვლის შემდეგ დაგვეკისრება. სავარაუდოდ ალბათ, 1 მლრდ ზარალზეა საუბარი. ბევრი რამე დავკარგეთ“- ამბობს ენერგეტიკოსი ,, ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თამარ მუკბანიანი