7 დღე გრანდიოზული აქციის დასრულებამდე - ბინები გლდანში 4 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით

უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, სახურავზე მოწყობილი სკვერები, საუკეთესო მდებარეობა და შეთავაზება, რომელიც საოცნებო სახლის მარტივი პირობებით შეძენის შესაძლებლობას გაძლევთ, - ეს „ტერაასა გლდანი გრინ თაუერია“, რომელიც ქერჩის ქუჩაზე, გლდანის გამგეობის მიმდებარედ, ახმეტელისა და სარაჯიშვილის მეტროების სიახლოვეს შენდება.

გრანდიოზული აქცია, რომელიც „ტერასა ჯგუფს“ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა, სულ რაღაც 7 დღეში, 30 სექტემბერს სრულდება. აქციის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ, უძრავი ქონება 4-წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით შეიძინოთ და მხოლოდ ბინის თვითღირებულება დაფაროთ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. შეთავაზების დასრულების შემდეგ, 1 ოქტომბრიდან კი მხოლოდ საბანკო განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა გექნებათ.

terasa2-1632376220.jpg

„ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ გამოირჩევა ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინებით, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ოჯახის საჭიროებებზე, მოგვარებულია ხმისა და თბოიზოლაციის საკითხები, სახურავზე მოწყობილი სკვერი კი დასასვენებელი სივრცეებით, სათამაშო მოედნებითა და სხვადასხვა სახეობის მცენარეებით, აქ ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. მწვანე სივრცით სარგებლობა პროექტის ნებისმიერ მობინადრეს შეეძლება.

terasa3-1632376277.jpg

პროექტში წარმოდგენილია 53 კვ/მ, 68კვ/მ და 110 კვ/მ ბინებიც, რომლებსაც „ტერასა ჯგუფის“ სპეციალური აქციის ფარგლებში საუკეთესო პირობებით შეიძენთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ.

ganacxadii-1624368580-1624429287.jpg

(R)