გერმანული სტარტაპი ჩინელებს 150 მფრინავ ტაქსს მიჰყიდის

მფრინავი ტაქსების გერმანული სტარტაპი Volocopter თავის 150 ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ელექტრონთვითმფრინავს (electric vertical take-off and landing-eVTOL) ჩინელ პარტნიორებს მიჰყიდის. Volocopter-ის განცხადებას Reuters ავრცელებს. მფრინავ ტაქსებს ჩინური ავტომწარმოებელი Zhejiang Geely Holding Group ყიდულობს.

Volocopter-ის ინვესტორებს შორის Daimler, BlackRock და Intel Capital არიან. კომპანიაში მოელიან, რომ ჩინელებთან პარტნიორობის შედეგად, ჩინეთს eVTOL-ის თვითმფრინავებს 3-5 წლის განმავლობაში მიაწვდიან.

„ჩინეთი საქალაქო საჰაერო მობილურობის ინდუსტრიის ერთიან მსხვილ ბაზარს წარმოადგენს,“ - აცხადებს Volocopter-ის გენერალური დირექტორი, ფლორიან რეიტერი. მისი თქმით, გარიგების შემდეგ კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს Zhejiang Geely-ის მმართველი, დანიელ ლი დუნხუეი შეუერთდა.

აპრილში Volocopter-მა კომპანია Zhejiang Geely's Aerofugia-სთან ერთობლივი საწარმოს გახსნის შესახებ განაცხადა. კომპანიამ თავისი ინვესტორებისგან 322 მლნ ევრო (377,87 მლნ დოლარი) მიიზიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ