ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს

კომპანია HMD Global, რომელიც დაკავებულია Nokia-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული Android-სმარტფონების მარკეტინგით, ადასტურებს ბრენდის ახალი მოწყობილობების გამოსვლის თარიღს.

მათი ინფორმაციით, ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია 6 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე გავრცელებულ ტიზერზე კი ჩანს აქამდე გამოცემული სმარტფონები და ყუთი, რომლის შიგნით, როგორც გვარწმუნებენ, იმალება ახალი პლანშეტი.

მოსალოდნელია, რომ 2014 წლის შემდეგ პირველი Nokia-ს პლანშეტი გამოვა სახელით Nokia T20. ის უნდა გახდეს ძალიან ხელმისაწვდომი, შესაბამისად, მისგან ძლიერ ტექნიკურ მახასიათებლებს არ უნდა ველოდოთ. მაღალი ალბათობით ის კონკურენციას გაუწევს საბაზისო iPad-ს და სხვა იაფიან მოწყობილობებს.

თუმცა ამავე ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება არა მხოლოდ პლანშეტი. ეს იქნება საშუალო კლასის ტელეფონი Nokia G50 5G. არის მოლოდინი, რომ აქვე დაანონსებენ ახალ მოდელებს G300 და X100.

რაც შეეხება ტოპ-მოწყობილობების მოყვარეულებს, მათ ელოდებათ Nokia 9 PureView-ს მემკვიდრის ანონსი, რომელზეც დიდი ხანია არაფერი ისმის.

კოკა კვირკველია