ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის სტარტაპების პარტნიორი გახდა

ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო კულტივირებული ხორცის მწარმოებელ კომპანია Aleph Farms-სა და Mosa Meat-ში ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ სტარტაპების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

„Aleph Farms და Mosa Meat ძროხის ხორცით მსოფლიო მოთხოვნების დაკმაყოფილების ახალ გზებს გვთავაზობენ და ძროხის ხორცის წარმოებაში ყველაზე აქტუალურ პრობლემებს აგვარებენ. მეტად მოხარული ვარ, რომ მათ კონსულტანტისა და ინვესტორის სტატუსით ვუერთდები, რადგან მალე მომხმარებლისთვის კულტივირებული საქონლის ხორცის შეთავაზებას აპირებენ,“ - ნათქვამია ლეონარდო დიკაპრიოს განცხადებაში.

ებრაული Aleph Farms მსოფლიოში პირველი სტარტაპია, რომელიც 2019 წლიდან სივრცეში კულტირვირებული საქონლის ხორცს აწარმოებს. Aleph Farms-მა თავიდან 105 მლნ დოლარის დაფინანსება მიიზიდა, ამჟამად კი შეგროვებული აქვს 118 მლნ დოლარი, რაც სტარტაპს კომერციულ საქმიანობასთან აახლოვებს და 2022 წელს ბაზარზე გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის უჯრედებისგან დამზადებული ხორცის სტეიკებს გაიტანს.

რაც შეეხება Mosa Meat-ს, ის ჰოლანდიის მაასტრიხტის უნივერსიტეტის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკვებ პროდუქტებზეა სპეციალიზებული. ჰოლანდიური სტარტაპი უჯრედებზე დაფუძნებული პირველი ჰამბურგერების გამომგონებელია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ