ლაშა დამენია - მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს ჯარიმის გადახდა ინვესტორთან დარღვეული პირობების გამო

საქართველოს კიდევ ერთხელ ძალიან გაუფუჭდა სახელი, როგორც სანდო პარტნიორის, რაც სამწუხაროდ, ძალიან შეაფერხებს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა დამენია კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს.

როგორც დამენიამ განმარტა, საქართველოს მოსახლეობას ჯიბიდან მოუწევს ჯარიმის გადახდა ინვესტორთან დარღვეული პირობების გამო.

"ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა პოლიტიკა აწარმოა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს წინააღმდეგ. ამას აქვს ორი საფრთხე. ერთი, საქართველოს მოსახლეობას ჯიბიდან მოუწევს ჯარიმის გადახდა ინვესტორთან დარღვეული პირობების გამო და მეორე, საქართველოს კიდევ ერთხელ ძალიან გაუფუჭდა სახელი, როგორც სანდო პარტნიორის, რაც სამწუხაროდ, ძალიან შეაფერხებს ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში”,- აღნიშნავს დამენია.

ცნობისთვის, კომპანია „ენკას" მიერ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.