1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6532 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.