კორეული კომპანია საქართველოში ჰესების მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და კორეულმა კომპანია K Water-მა ხელი მოაწერეს 280-მეგავატიანი ნენსკრას ჰესის მშენებლობას.

როგორც Trend-ს საქართველოს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, შეთანხმება ითვალისწინებს პროექტის განვითარებასა და მშენებლობას. ”მანამდე მომზადებული იქნა გენერალური პროექტი და დაიგო გზა მშენებლობის ადგილას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ ითვალისწინებს ისეთ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება, ანაც ეკოლოგიური ხასიათის პრობლემებია”, - აღნიშნა საპარტნიორიო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ Trend.az-ს განუცხადა, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად იქნება გამოყენებული ადგილობრივ ბაზარზე და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმპორტის შეცვლაში დაეხმარება. ნენსკრას ჰესი სვანეთში აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ერთი მილიარდი დოლარია, მშენებლობის ვადა კი ხუთი წელი.