ჩინეთში გასაყიდი სმარტფონების რაოდენობა 9,9%-ით შემცირდა

ჩინეთში აგვისტოში გასაყიდი სმარტფონების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 9,9%-ით, 23,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ამის შესახებ ჩინეთის ინფორმაციისა და კომუნიკაციის აკადემიის (China Academy of Information and Communications-CAICT) ანგარიშში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.

სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კვლევითი ცენტრის, CAICT-ის მონაცემებით, ივლისში მიწოდებული სმარტფონების რაოდენობა უფრო მეტად შემცირდა, წლის პირველ ნახევარში კი უფრო ფართო ვარდნა დაფიქსირდა. სმარტფონების რაოდენობა 2020 წლის აგვისტოში დაფიქსირებული 25,6 მილიონიდან და მიმდინარე წლის ივლისის 27,8 მილიონიდან, გასულ თვეს 23,1 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.

„მობილური ტელეფონების ბრენდები, კომპიუტერული ჩიპების გლობალური დეფიციტის გამო, წარმოების პრობლემებს აწყდებიან. სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობამ, მათ შორის მოთხოვნის არასწორმა გაანგარიშებამ, ქარხნების მოულოდნელმა გაჩერებამ და აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობამ ავტომწარმოებლები მიკროსქემების დეფიციტზე აალაპარაკა, რაც მას შემდეგ მრავალი სახის ჩიპებსა და ყველა სახის მოწყობილობაზე, მათ შორის სმარტფონებზეც გავრცელდა,“ - წერს Reuters.

სააგენტოს შეფასებით, გაყიდვების ტემპის დაცემას მომხარებელთა მხრიდან მობილური ტელეფონების დაგვიანებული განახლებაც იწვევს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ