რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირი iPhone 13

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ახალი iPhone 13 ერთი ტერაბაიტი საცავით 48,000 დოლარი ღირს.

ვებგვერდ Caviar-ის ოფიციალური ცნობით ატელიე მყიდველებს სთავაზობს რამდენიმე პერსონალიზირებულ ვარიანტს. მათ შორის კი ყველაზე ძვირფასი ოქროთი დაფარული მოდელია.

ოფიციალური აღწერით ამ iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max-ების კორპუსი მთლიანად 18-კარატიანი სუფთა ოქროსგან არის დამზადებული და აქვს ბაროკოს სტილის გრავიურა.

კომპანიის ვებგევრდზე გამოტანილი ინფორმაციის თანახმად: iPhone 13 Pro Gold Edition 42,200 დოლარი ღირს, iPhone 13 Pro Max, 128 გბ ფლეშ მეხსიერებით 43 800 დოლარი, ხოლო ხაზში ყველაზე ძვირია 1 ტერაბაიტიანი მოდელი, რომლის ფასი 48,000 დოლარია.

Caviar ეს არის ატელიე, რომელიც ძვირად ღირებულ და ექსკლუზიურ ფუფუნების საგნებს ამზადებს.

კოკა კვირკველია