1970 წელს დაარსებულმა ავიამწარმოებელმა კომპანიამ Airbus მომავლის საქალაქო ტრანსპორტზე მისი ხედვა წარმოადგინა. კომპანიამ მის ახალ უპილოტო მფრინავ ელექტრომობილს CityBus NextGen უწოდა.
კონცეპტი CityBus კომპანიამ პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა. თუმცა მაშინდელი მოდელის კონსტრუქცია უფრო დრონს ჰგავდა, რომელსაც 8 პროპელერი ჰქონდა ვერტიკალურად ასაფრენ/დასაფრენად. ახლა კი მისი დიზაინი და კონსტრუქცია გადაამუშავა, რომელშიც ამ საფრენ-აპარატს აქვს V-ფორმის დაბოლოება კუდზე.
კომპანიის ცნობით, CityBus NextGen ეს არის სრულიად ელექტრო მფრინავი ავტომობილი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც ტაქსის ან როგორც კერძო სატრანსპორტო საშუალების. მას 4 ადამიანის გადაყვანა შეუძლია 80 კმ მანძილზე მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარით. კომპანია გვარწმუნებს, რომ ავტომობილი იქნება საკმაოდ ჩუმი, აფრენ/დაფრენის დროსაც კი.
Airbus Helicopters-ის გენერალური დირექტორის ბრუნო ევენის განცხადებით, მათი მიზანია მომავლის ავიამობილობის ბაზარზე შესვლა, რომელიც სულ უფრო ვითარდება. კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ შეძლებენ საზოგადოებას შესთავაზონ სრულიად უსაფრთხო მფრინავი ავტომობილი, რომლის მიმართ იქნება მაღალი ნდობა და მოხდება მისი ინტეგრირება საქალაქო სატრანსპორტო სისტემაში.