BP ბრიტანეთის ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინის დეფიციტს პროგნოზირებს - მიზეზი მძღოლების სიმცირეა

სანავთობო კომპანია BP დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ შესაძლოა, მის 1200 ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის მიწოდების შემცირება დაიწყოს. კომპანიაში ამის მიზეზად საწვავის გადამზიდი სატვირთოების მძღოლების ნაკლებობას ასახელებენ.

ტელეკომპანია ITV-ის ცნობით, კომპანიის სპეციალურმა წარმოამდგენელმა ჰანნა ჰოფერმა სპეციალურ თათბირზე მოუწოდა ჩინოვნიკებს გააცნობიერონ სიტუაცია, რომელიც არის ძალიან მძიმე და საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას. მისი პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება ძალიან მძიმე. კომპანია სთხოვს ხელისუფლებას გაამარტივოს მძღოლების დასაქმების პროცესი უცხოელებს შორის.

მისი თქმით, BP ბენზინგასამართ სადგურებზე ამ დროისთვის საწვავის აუცილებელი და უწყვეტად მიწოდებისთვის საჭირო მარაგების მესამედი აქვს დარჩენილი და ეს მარაგებიც მალე იცლება. კომპანიაში მოელიან, რომ სადგურებს კვირაში ნახევარი დღე ლოდინი მოუწევთ, სანამ რეზერვუარებს გაივსებენ.

„როცა კომპანია დაიწყებს მიწოდების იძულებით შემცირებებს, მისთვის პრიორიტეტული გახდება მსხვილი გასამართი სადგურები მსხვილ ტრასებზე“ - დასძინა ჰოფერმა

ცნობილია, რომ BP დამოუკიდებლად არ ასაქმებს მძღოლებს და ამაში მას შუამავალი კომპანია Hoyer ეხმარება.

ВР - არ არის ერთდაერთი კომპანია, რომლის მუშაობაზეც აისახა ქვეყანაში მძღოლების დეფიციტი. იგივე პრობლემის წინაშეა კვების ობიექტები McDonald's, Nando's და KFC. მძღოლების უკმარისობა ბრიტანეთში Brexit-ისა და COVID-19 პანდემიის გამო ფიქსირდება.

კოკა კვირკველია