„გალერია თბილისი“ მე-3 წელია ზარალზე მუშაობს

სავაჭრო ცენტრმა „გალერია თბილისმა“, რომელიც 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა, წინა წლების მსგავსად, პანდემიური 2020 წელიც ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2020 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა. კერძოდ, 2018 წელს ცენტრის ზარალი -2 მლნ ლარამდე; 2019 წელს კი - 33,711 მლნ ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს „გალერია თბილისის“ შემოსავალი 19,483 მლნ ლარი; საოპერაციო მოგება - 3,959 მლნ; წლის მთლიანი ზარალი 49,082 მლნ ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ჯგუფის საკუთრებაში იყო - 197,304 მლნ ლარის აქტივები.

2020 წლის ბოლოსთვის, შპს გალერია თბილისში დასაქმებული იყო 28 ადამიანი (2019 წლის ბოლოს 27).

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია „გალერია თბილისი“ საწარმოთა მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდეა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.

თაია არდოტელი