Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1104 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1104 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1165 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 23 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1179 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6532 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.