ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დიდთოვლობის გამო საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გახდა. გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რის შედეგადაც 200 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების და მოხუცების გამოყვანა მოხერხდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ნინოწმინდის მუნიცილაპიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი სიტუაციის გასაცნობად უკვე გაემგზავრნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი შექმნილ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და სიტუაციის მოსაგვარებლად შესაბამის გზებს დასახავენ.