„ზოდის“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება!

გაარემონტე და მოიგე ზოდიში! – კომპანია გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს.

2021 წლის მოდელი, ავტომობილი CITROEN C3 AIRCROSS და თბილისში M²-ის მშენებარე კომპლექსში ორ ოთახიანი ბინა – ეს ზოდის უპრეცედენტო გათამაშების პრიზებია.

მასში მოსახვედრად ბევრი არაფერი მოგეთხოვებათ. ზოდის ყველა ფილიალში – თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, მარნეულში და აუთლეთ ზოდში ყოველ 500 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გადმოგეცემათ და გათამაშებაშიც ავტომატურად ჩაერთვებით.

ათვლა 25 სექტემბერს, ზოდის 14 წლის იუბილეზე, დაიწყება, ხოლო გამარჯვებულები ორ ეტაპად გამოვლინდებიან. პირველი იღბლიანი მომხმარებელი CITROEN C3 AIRCROSS-ს მოიგებს, მეორე კი, მირცხულავას ქუჩაზე ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელი გახდება.

პირველი გათამაშება 2022 წლის 2 იანვარს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ე.წ დოლურას პრინციპით გაიმართება. ყველა გაუთამაშებელი ბილეთი ავტომატურად განაგრძობს მონაწილეობას მეორე ეტაპზე და 2022 წლის 26 მაისს მათგან ერთ გამარჯვებულს კიდევ გამოავლენს.

თუკი, ამ დღეებში ტელეეკრანებთან ვერ მოხვდით, გამარჯვებულების გამოვლენას თვალი მაშინ ზოდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ მიადევნოთ. ნებისმიერი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ ზოდის ცხელი ხაზის ნომერზეც: 032 2 35 80 00.

ზოდი 2007 წლის 25 სექტემბრიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ფლობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმებს თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და მარნეულში, ასევე, აუთლეთ მაღაზიას, ქართული ქვის საწარმოსა და ქვის საამქროს. ზოდში წარმოდგენილია ბუნებრივი ქვების, ინტერიერის და ექსტერიერის კარების, კერამიკული ფილების და აბაზანის აქსესუარების დიდი არჩევანი და ექსკლუზიური კოლექციები.

გაარემონტე და მოიგე ზოდიში!

ზოდი გისურვებთ წარმატებას!