თითქმის 4 მლნ დოლარით მეტი იმპორტი - ქვეყანაში მეორადი ტანსაცმლის მოხმარება იზრდება?!

მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორეული ტანსაცმლის იმპორტი თითქმის, 4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 14.2 მლნ აშშ დოლარის მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 10.9 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდულობთ მეორეულ მოხმარების ტანსაცმელს. 2021 წლის 8 თვეში, ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი - 4.6 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 1.9 მლნ აშშ დო9ლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 1.1 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 733.6 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 699.6 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 688.9 ათასი აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 637.8 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 615 ათასი აშშ დოლარი
  • იტალია - 379.5 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, მეორეული ტანსაცმელი შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც: ტუნისი, უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, ფილიპინები, პაკისტანი, ავსტრია, ბანგლადეში, კანდა, საფრანგეთი და აშ.

ნინი ქეთელაური