"სავარაუდოდ, ფიშინგის ლინკია" - ZARA სოცმედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

ZARA სოცმედიაში გავრცელებულ გათამაშებათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ბრედის ქართულმა წარმომადგნელობამ "ბიზნესპრესნიუსს" აცნობა, აღნიშნული ლინკი სავარაუდოდ, ფიშინგს ემსახურება და "ზარასთან" არანაირი კავშირი არ აქვს.

"ზარას სახელით ვრცელდება ლინკი, რომელიც 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის მოგებას ჰპირდება პირს, რომელიც შეავსებს კითხვარს, სავარაუდოდ, ფიშინგის ლინკია და "ზარასთან" არანაირი კავშირი არ აქვს",- აცხადებენ კომპანიაში.