ყავის, შოკოლადის, ლუდის დეგუსტაციია და მოგზაურობა - რამდენს გამოიმუშავებენ ადამიანები, რომლებიც ყველასთვის საოცნებო სამსახურებში მუშაობენ

არსებობს ისეთი სამსახურები, სადაც წლების განმავლობაში მუშაობა არც მომაბეზრებელია და არც დამღლელი. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ საწოლებზე წოლის სპეციალისტი, ყავის დეგუსტატორი, პროფესიონალი მოგზაური და ა.შ. მათ მიერ გამომუშავებული თანხა თითქმის “არაფრის კეთებაში“ სამაოდ დიდია.

წარმოგიდგენთ ყველასთვის საოცნებო სამსახურებს, რომლებიც ძირითადად აშშ-ში და ევროპის ქვეყნებშია ხელმისაწვდომი:

შოკოლადის დეგუსტატორი: 14 დოლარი საათში

შოკოლადის გაყიდვები გაიზარდა, რადგან ხალხი კორონავირუსის პანდემიის დროს ტკბილეულს მიეძალა. ამიტომ ბრიტანელმა შოკოლადის მწარმოებელმა, Seed & Bean- მა, დაიქირავა ქვეყნის რამოდენიმე საუკეთესო კაკაოს მარცვლეულის მომხმარებელი, რომ მათი უახლესი პროდუქცია გაესინჯათ.

სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად და კანდიდატებს ესაჭიროებოდათ 10 წელზე მეტი გამოცდილება შოკოლადის ჭამაში. დეგუსტატორი მწარმოებლისგან შოკოლადის უწყვეტ მარაგს და სოლიდურ ანაზღაურებას იღებს.

საკონდიტრო პროდუქციის დეგუსტატორი: 54 000 დოლარამდე წელიწადში.

არსებობს ვაკანსია, სადაც დეგუსტატორს სააღდგომი შოკოლადის კვერცხების გასინჯვა ევალება. ჰოლი ანდერვუდი ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელ Sainsbury's– ის ნაწარმს სინჯავს. მას დაახლოებით 250 სხვადასხვა გემოს კვერცხის გასინჯვა უწევს.

ტკბილეულის დეგუსტატორი: 30 დოლარი საათში

ყველა ბავშვის საოცნებო სამსახური რეალურად არსებობს. იანვარში, ონტარიოში დაფუძნებულმა Candy Funhouse– მა ტკბილეულის შესამოწმებლად ნახევარ განაკვეთზე და სრულ განაკვეთზე სამუაოდ 10 ადამიანი დაიქირავა. მათ საათში 30 დოლარი გადაუხადეს.

ყავის დეგუსტატორი: 20 480 დოლარი წელიწადში

ყავის დეგუსტატორობა ადილად მისაღწევი პროფესია არ არის. იმისათვის, რომ ადამიანმა აღნიშნულ ვაკანტურ ადგილზე დასაქმდეს კონკურსები უნდა გაიაროს და დიდი არჩევანის შემდეგ შეიძლება დასაქმდეს. ყავის დეგუსტატორს, კვირაში 500 ჭიქის დაგემოვნება უნდა შეეძლოს.

პროფესიონალი მოგზაური: 22 000 დოლარი წელიწადში

პროფესიონალი მოგზაურები, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში ბლოგს მართავენ, სადაც თავიანთ თავგადასავლებს აქვეყნებენ. ამ სამსახურიდან მიღებული თანხა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენი მიმდევარი გყავთ - მაგალითად, ლეა გარსიამ, რომელიც Wanderlust ბლოგს მართავს, მოგზაურობაში პირველ წელს 22 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ამ სამუშაოს ბევრი პრივილეგია აქვს. შეიძლება მოიპოვოთ სპონსორი, დადოთ სარეკლამო გარიგებები და სხვა მიიღოთ სხვა სახის დივიდენდები.

წყლის სასრიალო მოწობილობის შემმოწმებელი: 34 000 დოლარი წელიწადში

წყლის სლაიდების შემმოწმებლები როგორც წესი ატრაქციონების შესამოწმბლად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და მათი სამუშაო აკვა პარკებში სრიალია. მათი მოვლეობაა შეამოწმონ სლაიდების სიჩქარე, დაშვება და შეაფასონ სტანდარტები მსოფლიოს კურორტებზე.

LEGO მასტერი: 38 000 დოლარი წელიწადში

LEGO გთავაზობთ სერტიფიცირებულ პროფესიულ პროგრამას მხატვრებისა და მოყვარულებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან LEGO სტრუქტურების მშენებლობაში. Legoland Birmingham ინგლისის ოსტატი მშენებლები ხელფასის სახით წელიწადში 38 000 დოლარს იღებენ.

ისინი კონკრეტულ ადგილებზე ეგოს ფიგურების გამოყენებით გიგანტურ და საოცარ ფიგურებს აშენებენ.

ლუდის დეგუსტატორი: 50 350 დოლარი წელიწადში

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების უმეტესობა სამუშაო საათებში ალკოჰოლს კრძალავს, ეს სამუშაო მის გარეშე არ გამოდის. ლუდის დეგუსტატორებს ყოველდღიურად ლუდის უზარმაზარ ასორტიმენტზე აქვთ წვდომა და შეუძლიათ ყველა დააგემოვნონ.

ისინი სასმელის ხარისხს, სტრუქტურას და სხვა მახასიათებლებს ამოწმებენ, რაშიც საკმაოდ სოლიდური გასამრჯელოც აქვთ.

ვიდეო თამაშების შემმოწმებელი: 55 000 დოლარამდე წელიწადში

უახლესი ვიდეო თამაშები სანამ გაყიდვაში გამოვა, ბევრნაირ შემოწმებას გადის. პროფესიონალი შემმომწმებელი ახალ თამაშს სრულიად ხურავს და რამდენჯერმე თამაშობს იმისთვის, რომ ხარვეზის არ არსებობაში დარწმუნდეს.

საწოლის ტესტერი: 57 370 დოლარი წელიწადში

ეს განსაკუთრებული სამსახურია - გასაოცარია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ფული სხვადასხვა ლოგინებზე წამოწოლით გამოიმუშაოთ. “მძინარეები“ ლოგინის ბაზარს იკვლევენ და ლაბორატორიებში, კვლევით საავადმყოფოებში, სავაჭრო კომპანიებში, რომლებიც სასტუმროს საწოლებს აწარმოებენ, ტესტავენ. ექსპერტები ასევე აკვირდებიან ძილის ხარისხს და სხვადასხვა ლეიბებს.

ძვირადღირებული სახლების შემმოწმებელი: წელიწადში 72 400 დოლარამდე

ძვირადღირებული ვილებისა და სახლების გაქირავება სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს ერთმა ონლაინ კომპანიამ ასეთი სახლების შესამოწმებლად ხალხი დაიქირავა. მათ ძვირად ღირებულ ვილებში რამდენიმე დღის გატარება უწევთ და უნდა შეამოწმონ ყველანაირი კომფორტის საგანი. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი უბრალოდ, უნდა აღიცხონ და გადასცენ დამსაქმებელს.

Disney Imagineer: 91 000 დოლარი წელიწადში

დისნეის თემატურ პარკებში დასაქმებულია რიგი პერსონალი, რომელთაც პარკში სეირნობა ევალებათ. Business Insider– თან ბოლო ინტერვიუს თანახმად, წარმოსახვის წარმომადგენლებმა უნდა ისეირნონ, რათა შეაგროვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესოს ტურები და გაახარონ სტუმრები.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი