500 უმსხვილესი ჩინური კომპანიის შემოსავლებმა 13,9 ტრილიონი დოლარი შეადგინა

ჩინეთის წარმოების კორპორაციამ გამოაქვეყნა ქვეყნის 500 უმსხვილესი კომპანიის სია. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ ამ კომპანიების შემოსავლებმა ჯამურად 89,83 ტრილიონი იუანი (13,9 ტრილიონი დოლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4,43%-ით მეტია.

როგორც გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, კომპანიის რეიტინგის სათავეშია ქვეყნის ელექტროკავშირგაბმულობის კორპორაცია 2,667 ტრილიონი იუანით (412,94 მლრდ დო0ლარი), მეორე ადგილზეა ჩინეთის ნავთოგაზის კომპანია СNPC 1,9 ტრილიონი იუანით (303,3 მლორდ დოლარი), მესამეზე კი მცირედი ჩამორჩენით ნავთოქიმიური გიგანტი Sinopec 1,9 ტრილიონი იუანით (303,05 მლრდ დოლარი).

რაც შეეხება მოგებას, ჩინეთის 500 უმსხვილესი კომპანიის ჯამურმა მოგებამ 6 ტრილიონი იუანი (928 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 7,75%-იანი ზრდაა.

ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის აღნიშნული ზრდა ფიქსირდება, მსოფლიოს უმსხვილესი 500 კომპანიის შემოსავლების კლების ფონზე.

კოკა კვირკველია