6 კერძო კუნძული, რომელი უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბინები ევროპაში

Euronews-ის მიხედვით, კერძო კუნძულის ფლობა ზოგისთვის აუხდენელი ოცნებაა, თუმცა სინამდვილეში ის არც ისეთი შეუძლებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გამოცემა გვთავაზობს 6 პატარა კერძო კუნძულს, რომელიც ამჟამად იყიდება და უფრო იაფი ღირს, ვიდრე ბინები ევროპის დიდ ქალაქებში. Euronews წერს, რომ ამავე ფასში პარიზში, ლონდონსა თუ რომში მხოლოდ საშუალო ზომის სტუდიოს ტიპის ბინის ყიდვას შეძლებდით.

Big Tancook Island, კანადა - 56 898 ევრო

Big Tancook Island პატარა კუნძულია კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. როგორც ცნობილია, კუნძულზე ახლა 125 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ჯერ კიდევ არის კერძო ტერიტორიები, სადაც მიწის შეძენა და სახლის აშენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Danhattan Island, აშშ - 263 281 ევრო

Danhattan Island აშშ-ში კონექტიკუტის შტატში მდებარეობს. გამოცემის მიხედვით, კუნძული ძალიან პატარაა, თუმცა მასზე კოტეჯის აშენება ნამდვილად შესაძლებელია. ამასთან კუნძულს „თან მოჰყვება“ პატარა ნავი, რომელიც მდინარიდან კუნძულამდე მისასვლელად დაგეხმარებათ.

Majestic Island, აშშ - 274 982 ევრო

კუნძული Majestic Island აშშ-ში, უისკონსინის შტატში ერთ-ერთ ტბაში მდებარეობს. გამოცემის მიხედვით, კუნძული ძალიან პატარაა, თუმცა მასზე უკვე აშენებულია საზაფხულო კოტეჯი ყველა აუცილებელი პირობით.

Bocal Island, ნიკარაგუა - 292 535 ევრო

Bocal Island ნიკარაგუის კუნძულია, რომელზეც 2-საძინებლიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, ქვიშიანი სანაპირო და რეკრეაციული სივრცეა მოწყობილი. გამოცემა წერს, რომ კუნძულის დაბალი ფასი მისი მდებარეობით არის განპირობებული.

Isla Carabana Sol, პანამა - 336 782 ევრო

Isla Carabana Sol ნამდვილი სამოთხეა წვეულების მოსაწყობად და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. კუნძულზე მდებარეობს 2 საცხოვრებელი სახლი, პატარა პორტი, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ქვიშიანი სანაპირო და ადგილი ბარბექიუს შესაწვავად.

Iguana Island, ნიკარაგუა- 396 951

Iguana Island ნიკარაგუაში მდებარეობს. კუნძულს ძალიან კარგი მდებარეობა აქვს. მასზე აშენებულია 3-საძინებლიანი სახლი, დიდი მისაღები ოთახით. სახლი მთლიანად მოწყობილია ავეჯითა და საჭირო ნივთებით. მის გარშემო კო ქოქოსისა და ბანანის ხეებია დარგული.

ბექა ბერიაშვილი